წეროსწვივა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Mgzavrio.PNG

წეროსწვივა (მგზავრიო) (ლათ. Macrolepiota procera (Fr.) Sing. რუს. Гриб-зонтик пёстрый)


ქუდი – 10-25 (45) სმ დიამეტრისაა; ჯერ კვერცხისებრია, შემდეგ კი – ნახევრად გაშლილი, შუაში ახასიათებს ბორცვაკი, ზედაპირი დაფარულია კუთხოვანი, ყავისფერ-მურა ქერცლებით, რომლებიც ადვილად სძვრება, კიდეებთან ფიფქოვან-ქერცლოვანია, მოთეთროა ან მონაცრისფერო-მურა, ცენტრში უფრო მუქია. ფირფიტები თეთრია, შემდეგ კი მოწითალო ხდება, ფირფიტები ფეხთან მიმაგრების ადგილას შეერთებულია რგოლით (კოლარიუმით).

ფეხი – 15-30 (50) სმ სიგრძისა და 2-4 სმ სისქისაა, ძირში გამსხვილებული, დაფარულია კონცენტრულად განწყობილი მურა ბოჭკოვანი ქერცლებით, მოთეთროა, შემდეგ კი – ღია მურა. საყელო განიერია, მოძრავია ფეხის მიმართ, თეთრია, ქვედა მხრიდან – მურა.

რბილობი – თეთრი, სოკოს სასიამოვნო სუნით.

სპორები – ელიფსისებრი უფერული, 15-20X10-13 მკმ.

იზრდება ნიადაგზე ტყის პირას და მდელოზე ზაფხულ-შემოდგომით.

გამოიყენება საჭმელად ახალი, მხოლოდ ქუდი.


წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები