წვენწითელა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
წვენწითელა (ლათ. Lactarius acris (Fr.) S.F.Gray რუს. Млечник острый)
ქუდი – 12 სმ-მდე დიამეტრისაა, ჯერ მრგვლად ამობურცული, შემდეგ – შუაში ჩაჭყლეტილი, მუქმურა-ყავისფერია, ყავისფერი მოყვითალომდე. ფირფიტები ღია ჟანგმიწისფერია.
ფეხი – 4-5 სმ სიგრძისა და 1-1,5 სმ სისქისაა, ნაცრისფერ-ყავისფერით.
რბილობი – გადატეხისას სოკო გამოყოფს თეთრ, რძისმაგვარ ცხარე სითხეს, რომელიც ჰაერზე სწრაფად წითლდება.
სპორები – ელიფსისებრია, ხორკლიანი ზედაპირით, 8-19X6-8 მკმ.
იზრდება ნიადაგზე ნიფნარებში ზაფხულ-შემოდგომით. გამოიყენება საჭმელად წინასწარ გათუთქვის ან დალბობის შემდეგ დასამწნილებლად.