წვრილფოთლოვანი ცაცხვი
წვრილფოთლოვანი ცაცხვი − (ლათ. Tilia cordata), ფოთოლმცვენი ფოთლოვანი ხის ჯიში. სიმაღლეში იზრდება 30 მ-მდე. დიამეტრი 2 მ-ზე მეტი. აქვს თეთრი-მოვარდისფრო-მოწითალო რბილი მერქანი. გავრცელებულია რუსეთის ფედერაციის დასავლეთ ნაწილში, დასავლეთ ციმბირში, ალტაის მხარეში, ყირიმში, კავკასიაში. გამოიყენება ქაღალდის წარმოებაში, სამშენებლო ფანერის, ასანთის ღეროების, კასრების, სახატავი მაგიდების, მუსიკალური ინსტრუმენტების, სადურგლო ნაკეთობების, საყოფაცხოვრებო ნივთების და სხვ. დასამზადებლად. იდეალური დეკორატიული მცენარეა ბაღებისა და სკვერების მოსაწყობად.
მერქნის მახასიათებლები
სიმკვრივე – 430 კგ/მ3;
სიმტკიცის ზღვარი გაჭიმვაზე ბოჭკოების გასწვრივ – 110,7 მპა;
სიმტკიცის ზღვარი ახლეჩაზე ბოჭკოების გასწვრივ – 1,2 მპა;
სიმტკიცის ზღვარი კუმშვაზე ბოჭკოების გასწვრივ – 38,6 მპა,
სტატიკურ ღუნვაზე – 62,9 მპა;
ტორსული სიმაგრე – 15,1 მპა (1,51 – ბრინელის მიხედვით).