წიაღების მიკოზები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წიაღების მიკოზები — (სოკოვანი დაავადება), არჩევენ ორი ტიპის სოკოვან დაავადებას, რომელიც წიაღებს ასნებოვნებს. ეს არის მუკორმიკოზი (ზიგომიკოზი) და ასპერგილოზი.

Mucormycose-ი, ძირითადად, დაურეგულირებელი დიაბეტის დროს გვხვდება.

ამ ინფექციის დინამიკა ძალიან ცუდია. იგი სახის ქსოვილების და, შესაძლოა, ქალას ფუძის ძვლების ნეკროზს იწვევდეს. მისი მკურნალობა სპეციფიკურია და ამფოტერიცინის (AMPHOTERICIN) გამოყენებით არის შესაძლებელი.

მეორე სოკოვანი ინფექცია, რომელიც უფრო ხშირია და უმრავლეს შემთხვევაში გვხვდება სინუსებში, არის ასპერგილოზი (ASPERGILOSE). მისი ორი სახეობა არის გავრცელებული – ფსევდო სიმსივნოვანი, (თუმცა კონტინენტალური ჰავის პირობებში იგი ნაკლებად გვხვდება) და ლითიაზური – გაქვავებული.

1. წიაღების ლითიაზური ასპერგილოზი (ASPERGILOSE)

კლინიკურად, სახეზეა ცალმხრივი ქრონიკული სინუსიტი ჩირქოვანი, სისხლიანი გამონადენით. რადიოლოგიურად, ამა თუ იმ წიაღში ჩანს თეთრი ფერის კონცენტრირებული უცხო სხეული ბირთვით და გარშემო ანთებითი ქსოვილით.

ჰაიმორის წიაღის ასპერგილოზი და მუკორმიკოზი
2. ასპერგილოზის ფსევდოტუმორალური ფორმა

იშვიათად, მაგრამ მაინც, გვხვდება ფსევდო-სიმსივნოვანი ფორმაც, რომლის დროსაც კლინიკურად გამოხატულია სახის საშინელი ტკივილი, თვალის მამოძრავებელი ნერვის პარეზი, ეგზოფთალმია და მხედველობის დაქვეითება.

ლოკალიზაცია შეიძლება იყოს როგორც ეთმოიდში, ასევე სფენოიდში და ფრონტალურ წიაღში.

ტომოგრაფიული კვლევა გვიჩვენებს წიაღის სიმსივნოვან დაშლას. დიაგნოზი პეროპერაციულად ისმება. ამოღებული მასა მორუხო-მომწვანო ფერის, პლასტელინის კონსისტენციის მქონეა, რაც ასპერგილოზს ახასიათებს. თუმცა, ეს პარაზიტოლოგიურმა კვლევამაც უნდა დაადასტუროს.

მარტივი ასპერგილოზის დროს, მკურნალობა ხდება ოპერაციული ჩარევით და მისი ამოკვეთით. ამ დროს, ანტიმიკოზური მედიკამენტები არაა საჭირო. თუმცა, ფსევდო-სიმსივნოვანი ფორმების შემთხვევაში, პარაზიტოლოგის აზრიც გასათვალისწინებელია.

NOTA BENE
  • ასპერგილოზის დიაგნოზი, თითქმის ყოველთვის, CT კვლევის შემდეგ შეიძლება ვივარაუდოთ;
  • ბანალური ასპერგილოზის მკურნალობა შემოიფარგლება ამოკვეთით და წიაღის აერაციით;
  • ძვლოვანი ინვაზიის და ფსევდო-სიმსივნოვანი ასპერგილოზის შემთხვევაში, აუცილებელია სპეციფიკური თერაპია რეციდივის თავიდან ასაცილებლად;

წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები