წიბა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წიბა

წიბა, მაჯაღვერი, მელიქაური (Daphne) – ოჯახი: მაჯაღვერისებრნი, 15-30 სმ სიმაღლის ბუჩქი, იშვიათი, სამკურნალო და დეკორატიული მცენარე. იზრდება ტყის ზედა საზღვრის ეკოტონში დეკას ბუჩქებს შორის. სამცხე-ჯავახეთში გავრცელებულია სამცხეში და თეთრობის პლატოზე – ჯავახეთში. ყვავილობს მაის-ივნისში. თესლები მწიფდება ივლის-აგვისტოში. მოითხოვს ტენიან ნიადაგებს. შეუძლია ზრდა ნახევრად დაჩრდილულ (მეჩხერი ტყე) პირობებში. გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. დგას საფრთხის წინაშე ჰაბიტატების დეგრადაციის გამო.



წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები