წიბოვანი გუმბათი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლიპყინულის საწინააღმდეგო ქიმიური რეაგენტების საწყობის 36 მ დიამეტრის მქონე გუმბათის ფრაგმენტი, ქ. სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის ფედერაცია

წიბოვანი გუმბათი − წრის რკალის შესაბამისად, მზიდი მოღუნული თაღებისაგან (წიბოებისაგან) შედგენილი გუმბათი. თაღები განლაგებულია მერიდიანული მიმართულებით, ერთმანეთისგან თანაბარი დაშორებით, რომელიც მინიმალურია ზედა საყრდენ რგოლთან (დისკოსთან) და მაქსიმალურია ქვედასთან. თაღები შეიძლება იყოს მუდმივკვეთიანი ან ცვლადკვეთიანი კვეთის სიმაღლის კლებით ქუსლიდან კეხისაკენ. იმ შემთხვევაში, თუ თაღებად გამოყენებულია სწორხაზოვანი ელემენტები, მაშინ მიიღება კონუსური გუმბათი. ზედა (კეხის) საყრდენი რგოლი შეიძლება იყოს ხის ან ლითონის და ემსახურება თაღების ზედა ბოლოების შეერთებას, ხოლო ქვედა საყრდენი რგოლი, რომელსაც წრის ან წესიერი მრავალკუთხედის ფორმა აქვს, სრულდება რკინაბეტონისაგან. წიბოვანი გუმბათის გაანგარიშება მისი ღერძის მიმართ ვერტიკალურ სიმეტრიულ დატვირთვაზე დაიყვანება ცალკეული ბრტყელი თაღების გაანგარიშებაზე, რომელთაგანაც თითოეული იღებს დატვირთვას სამკუთხედის ფორმის სატვირთო ფართობიდან. შესაბამისად, ჩვეულებრივი თაღებისგან განსხვავებით, ნახევართაღის მალის ფარგლებში მის გრძივ მეტრზე მოსული სატვირთო ფართობი და, აქედან გამომდინარე, თაღის გრძივი მეტრის დატვირთვა ცვალებადია (მაქსიმუმი ქვედა საყრდენთან და მინიმუმი – ზედასთან).



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები