წითელბადა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Witelbada.PNG

წითელბადა (ლათ. Clathus ruber: Pers. რუს. Решёточник красный)

ნაყოფსხეული – დასაწყისში კვერცხისებრია ან სფეროსებრი, 5-10 სმ სიმაღლისა და 5 სმ სიგანისა; შემდეგ მისგან ვითარდება გუმბათის ფორმის ბადისებრი აგებულების წითელი, იშვიათად, ყვითელი სხეული. ბადის ყულფები ელიფსისებრია, მრგვალი ან კუთხოვანი ბადის შიგნით განვითარებულია მომწვანო ლორწოვანი მასა რომელსაც მძორის ძლიერი სუნი ახასიათებს.

სპორები – მოყვითალო, სპორების ფხვნილი მომწვანოა.

იზრდება ნიადაგზე ფოთლოვან სუბტროპიკულ ტყეში ორანჟერეებში; ორჯერ ნაპოვნი იქნა თბილისის ბოტანიკურ ბაღში ზაფხულ-შემოდგომით. ეს იშვიათი და ულამაზესი სოკო საჭმელად უვარგისია, ბუნების მოყვარულთა ვალია მათი საყოველთაო დაცვა.


წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები