წითელი ლამბაქა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წითელი ლამბაქა

წითელი ლამბაქა (ლათ. Aleuria aurantia (Fr.) Fuck, რუს. Пецица оранжевая),

ნაყოფსხეული – ლამბაქის ფორმისაა, 3-6 სმ დიამეტრისა, შიგნითა ზედა ნაწილში კაშკაშა მონარინჯისფრო-წითელია, გარედან უფრო ღია ფერისაა, მოყვითალო ელფერით.

რბილობი – თხელია, ცვილისებრი, მყიფე.

სპორები – ელიფსისებრია 15-20X8-12 მკმ, მარცვლოვან-ხორკლიანი, შემდეგ კი – ბადისებრი ზედაპირით. ჩანთები ცილინდრულია, რომლებშიც 8 სპორაა მოთავსებული.

იზრდება ნესტიან შიშველ ნიადაგზე ტყეში, ღია ადგილზე, გზების გასწვრივ, გაზაფხულიდან შემოდგომამდე.

გამოყენება – ახალი ითვლება საჭმელ სოკოდ. ადვილად შესამჩნევი სოკოა.


წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები