წითელი ლორწოვანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Witelilorwovana.PNG

წითელი ლორწოვანა (ლათ. Gomphodilus rutilus (Schaiff.:Fr.) Lund. Et Naff. რუს. Мокруха пурпуровая)

ქუდი – 4-10 სმ დიამეტრისაა. დასაწყისში თითქმის კონუსისებურია, შემდეგ – ბრტყლად ამოზნექილი, ბორცვაკით, ზედაპირი ლორწოიანია, მურაა ან ხორცისფერ-წითელი, სხვადასხვაგვარი ელფერით. ფირფიტები დაღმავალია, სქელი, მეჩხერი, ბლაგვი კიდეებით, ჯერ ღია მურაა, შემდეგ-მურა-წითელი.

ფეხი – 5-8X1,5-2 სმ, თანაბარი სისქისაა ან ძირისკენ გაწვრილებული, ნარინჯისფერი, ზედა ნაწილში მოლურჯო-წითელი, ძარღვისებური ჩანართებით. ნორჩობაში ქუდის კიდე და ფეხი შეერთებულია თეთრი აფსკისებრი საბურველით, რომელიც ფირფიტებს ფარავს; შემდეგ იგი სკდება და ფეხის ზედა ნაწილში ტოვებს საყელოს, რომელიც მალევე ქრება.

რბილობი – ნარინჯისფერია, სოკოს სუნითა და გემოთი.

სპორები – 16-24X6-7 მკმ, თითისტარისებრია, ნაცრისფერ-ყავისფერი, მოყავისფრო-ყვითელი.

იზრდება ფიჭვნარებში ზაფხულში და შემოდგომით. საქართველოში ყველგანაა გავრცელებული. საჭმელი სოკოა, გამოიყენება ახალი.

წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები