წითელი ღვია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წითელი ღვია

წითელი ღვია - (Juniperus oxycedrus L.); ოჯახი: კვიპაროსისებრნი (Cupressaceae). პატარა ზომის ხეა ან ბუჩქი, 4-10 მეტრი სიმაღლის, ხშირი ვარჯით. ქერქი ღია რუხი ფერისაა. წიწვები ხაზურ-ნემსისებურია, მჩხვლეტავი ნემსით დაბოლოებული. ზემოდან 2 თეთრი ზოლითა და მურა ფერის შუა ძარღვით. ქვემოდან ვიწრო, მახვილი ქედით ხასიათდება. მამრობითი გირჩები სფეროსებურია, ქერცლები მომრგვალოა და კიდედაკბილული. ნაყოფიც სფეროსებურია. ყვ. ნაყ. IV-V. მცენარე იზრდება მშრალ ფერდობებზე, ბუჩქნარებში დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე. ცნობილია თითქმის მთელ საქართველოში.







წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები