წითელი ჰიგროციგე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
წითელი ჰიგროციგე (ლათ. Hygrocybe coccinea (Fr.) Kumm. რუს. Гигрофор багрянный)
ქუდი – 2-6 სმ დიამეტრისაა, ზარისებრია, შემდეგ ოდნავ გაშლილი, ბოჭკოიანი, დახეთქილი ზედაპირით, ჯერ ლორწოიანია, შემდეგ მშრალი, ალუბლისფერ-წითელი, ცენტრში უფრო ღია ფერისა, შემდეგ კი ყვითლდება, ფირფიტები განიერი, მეჩხერი, შეზრდილი და კბილით დაღმავალი, ნარინჯისფერი სისხლისფრამდე, კიდეები – მოყვითალო.
ფეხი – 5-7 სმ სიგრძისა და 0,6-1,2 სმ სისქისაა, თანაბარი ან ძირისკენ განიერდება, სისხლისფერია, ძირისკენ კი – ყვითელი.
რბილობი – ალუბლისფერი.
სპორები – ელიფსისებრ-კვერცხისებრი, უფერული, 6-10X4-5 მკმ.
იზრდება ნიადაგზე, ნოტიო მდელოებზე, ტყის პირებზე – ზაფხულ-შემოდგომით. ითვლება საჭმელად.