წითელტუჩა ჭერეხი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წითელტუჩა ჭერეხი

წითელტუჩა ჭერეხი, რცამი, ხაშამი – Aspius aspius taeniatus Eichwald ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი: კობრისებრნი
გვარი ჭერეხები

თევზი კობრისებრთა ოჯახიდან. ლაყუჩთა ჩხირები მოკლე და მცირერიცხოვანია 8-11, ჩვეულებრივ, კი – 9. ტიპური ჭერეხისაგან განსხვავდება უმთავრესად უფრო წვრილი ქერცლით. გვერდით ხაზზე ქერცლის რაოდენობა წითელტუჩა ჭერეხს გაცილებით მეტი აქვს. ზედა და ქვედა ტუჩი და თვალის ფერადი გარსი, ჩვეულებრივ, ღია წითელია. ფარფლები მეტ-ნაკლებად წითელია; ზურგის ფარფლში 8 დატოტვილი სხივია, იშვიათი გამონაკლისის სახით – 9. ანალურ ფარფლში, ჩვეულებრივ, 12 დატოტვილი სხივია, იშვიათად – 13, მაშინ, როდესაც ტიპურ ჭერეხში ვამჩნევთ საწინააღმდეგოს, ჩვეულებრივ 13-ს, იშვიათად 12-ს, მტკვრის წითელტუჩა ჭერეხი უფრო გრძელია, ვიდრე ვოლგისა და ურალის. მამლების საშუალო სიგრძე 61 სმ აღწევს, ხოლო დედლების – 64 სმ. საშუალო წონა 2 კილოგრაზზე მეტია. დედალი მამალზე მეტს იწონის.

გავრცელება

გავრცელებულია კასპიის ზღვის სამხრეთ ნაწილში, საიდანაც შედის მტკვარში, არეზში და სხვა მდინარეებში, სეფიდ-რუდში და კასპიის სამხრეთ სანაპიროს სხვა მდინარეებში. ცალკეული ეგზემპლარების სახით თერგის და ვოლგის შესართავამდეც გვხვდებიან.

შემოდგომაზე და ზამთარში ტოფობის დროს მტკვრის შუა და ქვედა წელში საკმაო რაოდენობით გვხვდება, ერთეული ეგზემპლარები მტკვრის სათავემდე ადის. ამრიგად, წითელტუჩა ჭერეხი საქართველოს ფარგლებშიც არის გავრცელებული;

ბიოლოგია და სარეწაო მნიშვნელობა

წითელტუჩა ჭერეხი გამსვლელი თევზია, რომელაც ტოფობს მდინარეებში, ხოლო იკვებება ზღვაში. ტოფობა – მარტ-აპრილში (წყლის ტემპერატურა 4,7-14,5°-ს ფარგლებში მერყეობს) მდინარის სწრაფ ადგილებში ქვიან ფსკერზე ხდება. მტკვარში ქვირითს აზერბაიჯანში სოფ. მინგეჩაურსა და ალიკენტს შორის ყრის. ქვირითი ფსკერულია, მწებავი, ნაყოფიერება 58-483 ათას ქვირითამდე აღწევს. წითელტუჩა ქერეხის სვლა ნოემბერში იწყება, დეკემბერში გაცხოველებულია, ხოლო მარტში სრულიად წყდება.

ჭერეხი ძვირფასი სარეწაო თევზია.




წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები