წითელფეხა მუხისძირა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
წითელფეხა მუხისძირა (ლათ. Boletus erythopus (Fr) Fr. რუს. Дубовик крапчатый)
ქუდი – 12 სმ-მდე დიამეტრისაა, ნორჩობაში ნახევარსფეროსებრია, შემდეგ კი – ამობურცული, ნაცრისფერი ან მოყვითალო-მურა ფორები წვრილნასვრეტებიანია, წითელი, ხელის დაჭერისას ლურჯდება. ფეხი – 12 სმ სიგრძისა და 2-5 სმ სისქისაა, ძირისკენ გამსხვილებული ან ცილინდრულია, ზედაპირზე ახასიათებს წითელი წინწკლები.
რბილობი – ყვითელია, ჰაერზე ლურჯდება, შემდეგ ისევ მოყვითალო ფერს იღებს.
სპორები – თითისტარისებრია, მოყვითალო 11-19X4-7 მკმ.
იზრდება ნიადაგზე მუხნარებში ზაფხულ-შემოდგომით.
გამოიყენება საჭმელად წინასწარ 10-15-წუთიანი გათუთქვის შემდეგ, ნადუღი წყალი უნდა გადავღვაროთ.