წითელფირფიტა ლეპოტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Lepota.PNG

წითელფირფიტა ლეპოტა (ლათ. Lepiota naucina (Fr.) Kumm. რუს. Лепиота краснопластинчатая)

ქუდი – 2-5 სმ დიამეტრისაა, ჯერ სფეროსებრია, შემდეგ – ნახევრად გაშლილი, განიერი ბორცვაკით, ქერცლოვან-მარცვლოვანია, თეთრი, ხშირად მოყვითალო ან მოვარდისფრო ელფერით. ფირფიტები ძალიან ხშირი, თხელი, ტალღისებური მოწითალო ფერისაა.

ფეხი – 2–6 სმ სიგრძისა და 0,3-0,5 სისქისაა, ძირში გამსხვილებული, ბოჭკოვანი, თეთრი. ახასიათებს თეთრი ფერის აპკისებრი მოძრავი საყელო, რომელიც ჩქარა ქრება.

რბილობი – მკვრივი თეთრი ფერისაა, ხელის შეხებისას ქუდთახ ოდნავ ყვითლდება, ხოლო ფეხის ძირში ვარდისფერს იღებს. სასიამოვნო სუნითა და გემოთი.

სპორები – 7-0X3-5 მკმ. თეთრი.

იზრდება წიწვიან და ფოთლოვან ტყეებში, პარკებში, ბაღებში ზაფხულ-შემოდგომით. გამოიყენება საჭმელად ახალი, გემრიელი სოკოა.


წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები