წითელფრთიანი კოჭობურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წითელფრთიანი კოჭობურა

წითელფრთიანი კოჭობურა – (Rhodopechys sanguinea), ფრინველი მთიულასებრთა ოჯახიდან. წითელფრთიანი კოჭობურა გავრცელებულია ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში, პალესტინაში, ირანში, სამხრეთ ამიერკავკასიაში, შუა აზიაში. საქართველოში განსახლდა მეზობელი სომხეთიდან და ამჟამად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუდობს. წითელფრთიანი კოჭობურა ბინადრობს მთის მცენარეულით ღარიბ, ქვიან, თიხნარ კალთებზე.

წითელფრთიანი კოჭობურა ბუდობს წყვილებად ან მცირერიცხოვანი კოლონიების სახით. ბუდეს იკეთებს მიწაზე. მაისში დებს 3-5 კვერცხს. ინკუბაცია გრძელდება 15-16 დღე-ღამე. კრუხობს მხოლოდ დედალი. გამრავლების ბიოლოგია სუსტადაა შესწავლილი.

წითელფრთიანი კოჭობურა სპორადულად გავრცელებული მცირერიცხოვანი ფრინველია. საქართველოს წითელ წიგნში შეტანილია როგორც იშვიათი სახეობა, რომელსაც ჯერჯერობით არ ემუქრება გადაშენება, მაგრამ გვხვდება ისე ცოტა, ან იმდენად მცირე ტერიტორიაზე, რომ შესაძლოა სწრაფად გადაშენდეს.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები