წითელწვნიანი ფორთოხალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წითელწვნიანი ფორთოხალი

წითელწვნიანი ფორთოხალი - წითელწვნიანი ფორთოხლის მრავალ ფორმათა შორის ჩვენში საყურადღებოა მხოლოდ რამდენიმე მათგანი, სახელდობრ: „მწვანე კონცხის“, „ურეკისა“ და №351; ეს ჯიშები, №351-ის გარდა, ალბათ, დიდი ხანია არსებობს ჩვენში და წარმოადგენს ადგილობრივად შექმნილ ფორმებს.

ეს ჯიშები საყურადღებოა როგორც შედარებით ყინვის ამტანი და ადრეულა ფორმები; ინახება მაისამდე და ნაყოფი თანდათანობით უმჯობესდება. ჩვენში გვხვდება თითო-ოროლა ძირი ან პატარა ნარგავები („მწვანე კონცხი“).

ხეები შედარებით პატარაა, 2–3 მეტრის სიმაღლისა (აგროტექნიკუმში), ზრდა პირამიდული აქვს, საშუალოდ შეფოთლილია წვრილი ფოთლებით.

ფოთლები ღია მწვანე და გლუვზედაპირიანია და დაკბილულია უწესოდ.

მუხლთაშორისები მოკლეა, ყუნწიც მოკლეა; შემორკალულია ფრთებით ან უფრთოა.

ეკლები მცირე რაოდენობით აქვს, პატარა, წვრილი და მახვილი.

ნაყოფი კვერცხისებრი ან მსხლისებრია, სიდიდე საშუალოზე მეტი, სიმაღლე 7,5 სმ-მდე, დიამეტრი – 5,0–7,0 სმ-მდე. საშუალო წონა 150 გრამი.

ნაყოფის ზედაპირი მოფენილია როგორც ზედაპირული, ისე ჩამჯდარი ეთერზეთოვანი ჯირკვლებით, ნაყოფის წვერისაკენ უფრო მეჩხერია, დინგის კვალის გარშემო გლუვი უჯირკვლო რკალია.

ნაყოფის ფუძე ჯამის ირგვლივ ხორკლიანია.

კანი არომატულია. იგი საშუალო სისქისაა (5 მმ-მდე), ყვითელია შიგა შრით და ნარინჯისფერი გარე შრით. რბილთან მჭიდროდ შეზრდილია. გულის ღერძი ამოვსებულია მკვრივი ალბედოთი. სეგმენტები 10–12-ია, თანაბარი, მახვილსოლისებრი.

საწვნე უჯრედები ნაზია, მოკლე, თითისტარისებრი. ნაყოფი წითელია, მეტადრე ნაყოფის ზედაპირულ შრეებში. წვენი ყვითელია. შეწითლებული და სასიამოვნო, მომჟავო-მოტკბილო გემოსი.

ნაყოფში თესლი თითო-ოროლად გვხვდება. მისი შიგსაფარი ყავისფერია, ქალაძის საფართან ძლიერ გამუქებული. ჩანასახი და ლებნები თეთრია. როგორც წესი, ერთჩანასახიანია. ჩვენი პირობებისათვის, მეტადრე აჭარისათვის, საუკეთესო ჯიშად ცნობილ უნდა იქნეს, „მწვანე კონცხის“ ფორმა.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები