წითურასმიერი ენცეფალიტი
წითურასმიერი ენცეფალიტი - (rubella, encephalitis), პოსტ-ნატალური წითურას იშვიათი გართულება, რომელიც დაავადების დაწყებიდან 3-14 დღეში ვითარდება.
ტიპური სიმპტომებია – თავის ტკივილი, ფოტოფობია, გამღიზიანებლობა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ზოგჯერ – მენინგიზმის მოვლენები, თავის ტვინის ღეროს და ქალას ნერვების ჩართულობის (დაინტერესების) ნიშნები, მიოკლონური კრთომები და კრუნჩხვები. ენცეფალომიელიტური ფორმის დროს შეიძლება განვითარდეს პარაპარეზვბი და შარდის შეუკავებლობა.
აღნიშნული გართულების სიხშირეა 1:6000 წითურათი დაავადებულზე, ხოლო ლეტალობამ 20%-ს შეიძლება მიაღწიოს. თანდაყოლილი წითურასგან განსხვავებით, გამოჯანმრთელება სრულად ხდება და ინტელექტუალურ ფუნქციათა დაქვეითებას არ იწვევს, თუმცა, შესაძლოა, ეეგ-ზე ცვლილებები შენარჩუნდეს სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში.