წიკლაური მარიამ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
წიკლაური მარიამ − (1960), ქართველი პოეტი, საბავშვო მწერალი, მთარგმნელი.
დაიბადა თბილისში. 1983 წელს დაამთავრა თსუ-ს ქიმიის ფაკულტეტი. მუშაობდა პედაგოგად, სხვადასხვა გამომცემლობის რედაქტორად. რადიო „ივერიაში” უძღვება ორ საავტორო გადაცემას: „საუბრები საბავშვო ლიტერატურაზე” და ლიტერატურული სალონი „ერთი საათი”. იგი ინიციატორია საქართველოში „ქართული საბავშვო წიგნის დღის − 27 ოქტომბრის” დაწესებისა. არის ამავე ფონდის ეგიდით გამომავალი საბავშვო ლიტერატურული ალმანახის რედაქტორი. მისი ნაწარმოებები შესულია სხვადასხვა კრებულში, ანთოლოგიაში, სახელმძღვანელოში. მისი ლექსები, თარგმანები, წერილები, ესეები სისტემატურად ქვეყნდება ლიტერატურულ პერიოდიკაში.
- კესოს ლექსი
- ესო-მესო, გაჩნდა კესო!
- სხივად შეემატა დღესო,
- როცა სძინავს − მთვარესა ჰგავს,
- როცა ღვიძავს − დილის მზესო.
- ქვეყნის თვალი გაიზრდება −
- ფერიებმა ასე თქვესო.
- ანგელოსი ნანას უმღერს
- დედის ხმით და ასმევს რძესო,
- კესო კიდევ გულში ნატრობს
- ლამაზ-ლამაზ დებს და ძმებსო!