წილადურ-წრფივი ფუნქცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
წილადურ-წრფივი ფუნქცია – სახის ფუნქცია, როცა ad≠bc; ე.ი. ფუნქცია, რომელიც წარმოადგენს ორი წრფივი ფუნქციის ფარდობას. ეს ფუნქცია უმარტივესია რაციონალურ ფუნქციათა შორის. თუ ad = bc – იგი დაიყვანება მუდმივ ფუნქციამდე. თუ ad ≠ bc, მაგრამ c=0, მაშინ წილადურ-წრფივი ფუნქცია დაიყვანება წრფივ y = αx+β ფუნქციამდე.
წილადურ-წრფივი ფუნქციის გრაფიკი, როცა x∈R, წარმოადგენს ტოლფერდა ჰიპერბოლას, რომლის ასიმპტოტებია და
.
ორი წილადურ-წრფივი ფუნქციის სუპერპოზიცია ან მოცემული წილადურ-წრფივი ფუნქციის შებრუნებული აგრეთვე წილადურ-წრფივი ფუნქციაა.