წინამძღვრიშვილი ილია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
წინამძღვრიშვილი ილია, (ფსეედონიმი „ხორეშან გვერდწითელი“) (1834–1920) — ლიტერატორი, პედაგოგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. 60-იანი წლების მოწინავე ქართველი ინტელიგენციის წარმომადგენელი. წინამძღვრიაანთკარის სამეურნეო სკოლის დამფუძნებელი (1883).
დაამთავრა თბილისის კლასიკური გიმნაზია, გაიარა აგრონომიული კურსები. სხვადასხვა დროს მსახურობდა მომრიგებელ შუამავლად, მომრიგებელ მოსამართლედ, ნოტარიუსად. მისი პუბლიცისტური სტატიები და ნარკვევები საყოფაცხოვრებო, ეთნოგრაფიულ თემებზე, სოფლის მეურნეობის, თეატრისა და სკოლის შესახებ 70-იანი წლებიდან ქვეყნდებოდა იმდროინდელი ქართული ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე. ცალკე წიგნად გამოიცა „ვაზის მოშენება“ (1889), „საუბარი მიწათმოქმედების შესახებ“ (1919). იყო ი. ჭავჭავაძის მეგობარი (მას მიეძღვნა პოემა „აჩრდილი“).