წინუბანი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
წინუბანი – სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, გვერდისუბნის თემში, გვირგივინას ქედის სამხრეთ ფერდობზე, თორის ქვაბულში, მდინარე გუჯარეთისწყლის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1490-1560 მ სიმაღლეზე, ქ. ბორჯომიდან 32 კმ მანძილზე, სოფელი დაცარიელებულია. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის საყოველთაო აღწერით არ არის მუდმივი მოსახლეობა. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. რთული სიტყვისაგან შედგენილი ტოპონიმია. მაწარმოებელია სიტყვა „უბანი”.