წკვერტა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
წკვერტაჲ – აჭარულ ნაქარგობაში ტოლგვერდა სამკუთხედის ფორმის მქონე ორნამენტი. განასხვავებდნენ მის ორ სახეს: წკვერტაჲ ჭიბოშანაჲ და წკვერტაჲ ნუსხურაჲ. ბოლო ვარიანტი, თავის მხრივ, ორი ფორმით იყო წარმოდგენილი, ერთიცა და მეორეც ტოლგვერდა სამკუთხედების სახით, ოღონდ მეორეს შიდა სივრცე ერთი რომელიმე ფერდის პარალელური ხაზებით იყო შევსებული.
ლიტერატურა
ვარშალომიძე, 1986.