წმინდა ლავრენტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რუბენსი. „წმ. ლავრენტის წამება“

წმინდა ლავრენტი – (ლათ. Laurentius, † 258), მესამე საუკუნის წმინდანი, რომის შვიდი დიაკვნიდან ერთ-ერთია, რომლებიც 258 წელს რომის იმპერატორ ვალერიანეს მიერ ქრისტიანების დევნის დროს მოწამეობრივად აღესრულა.

ისტორიული წყაროების თანახმად, წმ. ლავრენტი დაიბადა ჩრდილო-აღმოსავლეთ ესპანეთში, არაგონის პროვინციის ქალაქ ჰუესკაში.

როდესაც სიქსტუს II 257 წელს პაპი გახდა, მან ახალგაზრდა, 32 წლის ლავრენტი დიაკვნად აკურთხა, შემდეგ კი რომის არქიდიაკონად დანიშნა. არქიდოაკომნს ევალებოდა ეკლესიის ხაზინისა და სიმდიდრის დაცვა და ღარიბებისთვის მოწყალების დარიგება.

იმპერატორმა ვალერიანემ გამოსცა განკარგულების, რომლის თანახმად, მოითხოვდა ეკლესიის ხელთ არსებული მთელი შემოწირულობის სახელმწიფოსთვის გადაცემას, ხოლო ბრძანების შეუსრულებლობის შემთხვევაში საეკლესიო პირების დაპატიმრება და სიკვდილით დასჯა.

258 წლის აგვისტოს დასაწყისში იმპერატორ ვალერიანემ ყველა სასულიერო პირის დაუყოვნებლივ სიკვდილით დასჯას ბრძანება გასცა. პაპი სიქსტე II 258 წლის 6 აგვისტოს, ლიტურგიის აღსრულების დროს, შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს.

პაპის სიკვდილით დასჯის შემდეგ რომის პრეფექტმა ლავრენტის ეკლესიის სიმდიდრის გადაცემა მოსთხოვა, მან სიმდიდრის შესაგროვებლად სამი დღე ითხოვა. ლავრენტიმ სწრაფად დაურიგა ეკლესიის ქონება ღარიბებს, მესამე დღეს კი პრეფექტის წინაშე მ წარსდგა. როდესაც მას ეკლესიის საგანძურის გადაცემა მოთხოვეს, მან ღარიბები მოიყვანა, რომლებსაც საგანძური მოწყალების სახით დაურიგა „შეხედეთ ამ ღარიბ ხალხს, საგანძურს, რომლის ჩვენებაც დაგპირდით; მათ დავამატებ მარგალიტებსა და ძვირფას ქვებს, ქვრივებსა და წმინდა ქალწულებს, რომლებიც ეკლესიის გვირგვინნი არიან.“ პრეფექტი იმდენად გაბრაზდა, რომ ბრძანა მოემზადებინათ ცხაურა ნაკვერჩხლით და მასზე დაეწვინათ ლავრენტი.

ლავრენტის სხეული დამარხეს ვია ტიბურტინას კატაკომბებში, რომში. დროთა განმავლობაში მის სახელზე მრავალი ტაძარი აიგო. ერთ-ერთი, მაგალითად, პომპეუსის თეატრის ნანგრევებთან პაპ დამასუს ინიციატივით აგებულა.

წმ. ლავრენტი, ანუ სან ლორენცო კათოლიკეებისა და მართლმადიდებლების მიერ 10 აგვისტოს მოიხსენიება. დასავლეთში მას პატივს მიაგებენ, როგორც დიაკვნების, აგრეთვე მზარეულებისა და მეხანძრეების მფარველ წმინდანს.

წმ. ლავრენტის ღვაწლი ქრისტიანებისათვის ღარიბთა სიყვარულის, მათთან თანადგომისა და შემოწირულობების განაწილებაზე პასუხისმგებლობის შესრულების ღირსეულ მაგალითს წარმოადგენს.


წყარო

მორწმუნე ადამიანები: სამართლიანი ადამიანები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები