წნისი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
წნისი – სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში, კლდის თემის საკრებულოში, ახალციხის ქვაბულში, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას, ზღვის დონიდან 930-1000 მ სიმაღლეზე, ქ. ახალციხიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 8 კმ მანძილზე, ახალციხე-ბორჯომის საავტომობილო გზაზე. მოსახლეობის რიცხოვნობა – 642, უპირატესი ეროვნება (92%) – ქართველი (2002). შემორჩენილია შუა საუკუნეების (XII ს.) ციხე და ეკლესიის ნანგრევები.