წულაძე ვანო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წულაძე ვანო − (1889 − 1983), ქართველი კრიტიკოსი, მთარგმნელი, პოეტი. დაიბადა სოფელ ბუგუელში (ამბროლაური). 1927 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1916 წლიდან ლექსებითა და პოეტური თარგმანებით. პირველი კრიტიკული წერილები 1917 წელს გამოაქვეყნა. მას ეკუთვნის მხატვრული ნარკვევების წიგნები „მყინვარწვერისაკენ” (1929), „რუსთავი” (1948), წერილები ქართველ, რუს, უკრაინელ მწერლებზე, თარგმნის პრობლემებზე; თარგმნა პუშკინის, ფრანკოს და სხვათა ნაწარმოებები.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები