წუნდის ტბა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წუნდის ტბა

წუნდის ტბა, „თამარის სარკე” – ტბა მდინარე მტკვრის ხეობაში, ახალქალაქის პლატოს დასავლეთით, ასპინძის მუნიციპალიტეტში, ნაქალაქარ წუნდასთან ახლოს, ზღვის დონიდან 1539 მ სიმაღლეზე.

ზედაპირისფართობია 0.034 კმ2,
აუზის ფართობი – 1.8 კმ2,
უდიდესი სიღრმე – 10.8 მ,
წყლის მოცულობა – 284 ათ.მ3.

ტბის ქვაბული წარმოიშვა ახალქა ლაქის ლავური პლატოს დასავლეთ პერიფერიის დამეწყვრის შედეგად. ტბა გაუდინარია, თუმცა მას აქვს მიწისქვეშა სადინარი მდინარე მტკვრის ხეობისაკენ. ზამთარში არ იყინება. წყალი მტკნარია. იგი ცნობილია სამედიცინო წურბელებით, რომელსაც ოდითგანვე იყენებდნენ სამკურნალოდ. ტბის მიდამოები შემოსილია ლერწმით. აქ ბევრია გარეული იხვი, ბატი, მელოტი და სხვ.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები