წუღა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წუღა – ტყავის ფეხსაცმელი. ადგილობრივი მოსახლეობა მას დაკვეთით აკერვინებდა. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ადგილობრივ ხელოსნებთან ერთად წუღებს ბერძნები და არზრუმიდან გადმოსახლებული სომხებიც კერავდნენ. უმთავრესად კერავდნენ ქალაქსა და დაბებში. გავრცელებული იყო საკაცო და საქალებო წუღები. წუღას წინა ყურები და თასმები ახასიათებდა. წუღის საძირედ ხარის, ძროხის, კამეჩისა და ცხენის ტყავს იყენებდნენ, ხოლო საპირედ – ცხვრის, თხის ანდა ხბოს ტყავი იხმარებოდა. შეკერვამდე ტყავს „თრიმლის” შავი ფერის საღებავში ღებავდნენ.


ლიტერატურა

სამსონია, 2005:131; ნანობაშვილი, 1973.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები