წყალასაწევი მანქანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
წყალასაწევი მანქანა – მოწყობილობა სითხის (ძირითადად წყლის) გადასაადგილებლად. უმარტივეს წყალასაწევ მანქანებს მიეკუთვნება ოწინარი და ჯალამბარი ჭებიდან წყლის ამოსაწევად, ხოლო წყლის შეუფერხებელი მიწოდებისათვის გამოიყენება – არქიმედეს ხრახნი, წყალასაწევი ბორბალი, ნორია (ციცხვებიანი ელევატორი ან ციცხვებიანი საწეველა) და სხვ.