წყალიკრეფია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წყალიკრეფია

წყალიკრეფია – (Aquilegia caucasica [Ledeb.] Rupr. = Aquilegia olympica Boiss.); ოჯახი: ხარისძირასებრნი (Helleboraceae). მცენარე 40-80 სმ სიმაღლისაა, შიშველი ან გაფანტულბეწვიანი. ფოთლები ორ-სამჯერ სამფოთოლავიანია, მათი ნაკვთები ძირში ოვალურ-სოლისებურია, დიდი ზომის, წვერში ბლაგვი. ყვავილები დიდი ზომისაა – 5-10 სმ დიამეტრის, ცისფერი. სანექტრეები თეთრია. ყვ. ნაყ. V-VIII. მცენარე იზრდება მთელ ტყიან კახეთში – მთის შუა სარტყლიდან ალპურ სარტყლამდე. ტყის პირას, მდელოებზე. ნახვა შესაძლებელია პანკისის ხეობაში, თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე, სოფელ დართლოსკენ მიმავალ გზაზე. ცნობილია თითქმის მთელ საქართველოში.







წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები