წყალი ცილობისა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წყალი ცილობისა - ანუ „შეცილების წყალი“. ეს წყალი გამოადინა მოსემ ფარანის უდაბნოში კლდიდან კვერთხის დაკვრით. „წყალი ცილობისა“ კი იმიტომ უწოდა უფალმა, ვინაიდან მოსემ არ განუცხადა ებრაელ ერს, რომ ეს სასწაული აღასრულა ღვთის ძალით; პირიქით, გამოხატა აზრი, ვითომც საკუთარი ძალით აღასრულებდეს სასწაულებს, რის გამოც ებრაელებს აღეძრათ ეჭვი (რიცხვნი 20, 9-13).

ამავე წყალს პასექის საგალობელი უწოდებს „ნიშოვან ქმნილს“, ე.ი. „სასწაულით გამოყვანილს“; თანავე გვაუწყებს, რომ იგი არის ნიშანი მაცხოვრისაგან მონიჭებული უკვდავების წყაროსი, რომლითაც განცხოველდების დამაშვრალი სული კაცთა: „მოვედით და ვსვათ სასმელი ახალი; არა კლდით მყარით ნიშოვან ქმნილი, არამედ უხრწნელებისა წყარო ქმნილი ქრისტეს საფლავით, რომლითა განვძლიერდით“ (მესამე გალობა პასექის კანონისა).



წყარო

იოსებ ახალშენოვი, ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები