წყალქვეშა დივერსიული საშუალებები
წყალქვეშა დივერსიული საშუალებები – მზვერავ-დივერსანტთა დანიშნულების ადგილზე მიყვანის ტექნიკური საშუალებები, მათი აღჭურვილობა, ასაფეთქებელი საშუალებები, ჰიდროაკუსტიკური სადგურები, პირადი იარაღი, წყალქვეშა ბგერითი კავშირგაბმულობის საშუალებები, ტელემეტრიული ჰიდროაკუსტიკური აპარატურა და სხვა. განკუთვნილია დაზვერვის საწარმოებლად, დივერსიული და ტერორისტული აქტების შესასრულებლად მოწინააღმდეგის ზურგში, მის სანაპირო რაიონებში, ნავსადგურებსა და სამხედრო-საზღვაო ბაზებში.
ტრანსპორტირების ტექნიკური საშუალებებია: ზემცირე წყალქვეშა ნავები, ერთი და მრავალადგილიანი წყალქვეშა მოძრაობის საშუალებები, წყალქვეშა აპარატ-ბუქსირები და სხვა.
ასაფეთქებელი საშუალებებია: სპეციალური ნაღმები და ასაფეთქებელი ნივთიერებების მუხტები.
მზვერავ-დივერსანტთა შეიარაღებაა: წყალქვეშა რეაქტიული თოფები, პნევმატური პისტოლეტები, დანები და სხვა.