წყვედობილა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წყვედობილაჲ – შეჯიბრი-თამაში. მოთამაშენი ორ თანაბარ ჯგუფად გაიყოფოდნენ. მათ შორის მანძილი 20-30 მეტრი უნდა ყოფილიყო. ჯგუფის წევრები ერთმანეთს ხელს მაგრად ჩასჭიდებდნენ. ერთ-ერთი ჯგუფიდან მოთამაშე მოწინააღმდეგე ჯგუფისკენ გაიქცეოდა, სადაც სუსტ ადგილს შეამჩნევდა, მთელი ძალით ეძგერებოდა. თუ გაწყვეტდა, იმ ადგილიდან ერთ-ერთს თავის ჯგუფში წაიყვანდა, თუ არა, მოწინააღმდეგე ჯგუფს თვითონ შეუერთდებოდა. ასე გრძელდებოდა, სანამ ერთ-ერთ მხარეს ერთი მოთამაშე არ დარჩებოდა.



იხილე აგრეთვე

გაგლეჯილა.

ლიტერატურა

ნიჟარაძე, 1971:421.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები