წყლის ბაია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წყლის ბაია

წყლის ბაია – (Ranunculus trichophyllus Chaix ex Vill); ოჯახი: ბაიასებრნი (Ranunculaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, მწვანეა, შიშველი. ფოთოლი უხეშია, ნახევრად მრგვალი ფორმის, სამმაგად დანაკვთული წვრილ, არათანაბარ ნაწილებად. ყვავილის ყუნწი სხვადასხვა ზომისაა. გვირგვინი თეთრია, ძირში ყვითელი ლაქით. ყვ. ნაყ. IV-VIII. მცენარე იზრდება მთისწინეთებიდან ტყის ზედა სარტყლამდე – მდგარ და მდორე წყლებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ თეთრწყლების მიდამოებში. გავრცელებულია მთელ საქართველოში.






წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები