წყლულოვან-ნეკროზული ანგინები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Vincent-ის ანგინა. დიფტერია

წყლულოვან – ნეკროზული ანგინები (სპეციფიკური ანგინები) — არჩევენ ცალმხრივს და ორმხრივს.

— ორმხრივი ყოველთვის ლეიკოზის და აგრანულოციტოზის დროს გვხვდება და ამიტომ ამ შემთხვევაში აუცილებელია სასწრაფო წესით ამ დაავადებების დიაგნოსტიკა.
— ცალმხრივი, წყლულოვან ნეკროზული ანგინა ან Vincent-ის ანგინაა ან სიფილისი.

Plaut-Vincent-ის ანგინა, როგორც წესი, პატარა ან ახალგაზრდა პაციენტებში გვხვდება. ასევე, იმუნოდეპრესიულ პაციენტებშიც.

კლინიკური დათვალიერებისას ვხედავთ გლანდის ცალმხრივ წყლულოვან-ჩირქოვან დაზიანებას, რომელიც მარტო გლანდს აზიანებს. ტკივილი, ზოგ შემთხვევაში, იწვევს აფაგიას. ამ დროს, აუცილებელია პაციენტის ჰოსპიტალიზაცია და მისი რეჰიდრატაცია. ანტიბიოტიკების სპექტრი სასურველია იყოს: პენიცილინის ჯგუფი + მეტრონიდაზოლი (Amoxiclav+Flagil).

როდესაც სიფილისის დიაგნოზია, მაშინ საქმე სხვაგვარად არის. ზედაპირულად, დაზიანება შესაძლოა წააგავდეს დიფტერიულ ნადებს. აუცილებლად გამოიკვეთება ჰომოლატერალური ადენოპათია.

პალპაციით გლანდი, განსხვავებით Vincent-ის ანგინისაგან, მაგარია.

მიკროსკოპული კვლევა საბოლოოდ ადასტურებს ტრეპონემას არსებობას, რაც შემდეგ შესაძლოა, სეროლოგიამ დაასრულოს.

წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები