წყორძა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წყორძა – სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში, ურავლის თემში, ახალციხის ქვაბულში, მდინარე ურავლისწყლის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1100-1250 მ სიმაღლეზე, ქ. ახალციხიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 16 კმ მანძილზე, ახალციხე-ურავლის საავტომობილო გზაზე. მოსახლეობის რიცხოვნობა – 136, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება (99 %) – ქართველი (2002). საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. სოფლის მიდამოებში, მისგან დასავლეთით არის შუა საუკუნეების კლდეში ნაკვეთი კომპლექსი – ბაიები.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები