წყრუთის საყდარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წყრუთის საყდარი - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ წინარეხის სამხრეთით 3-4 კილომეტრზე, ნასოფლარ წყრუთის მიდამოებში. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით

ეკლესია დარბაზულია (7,5 X 4,5 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. დაზიანებულია: არ ჩანს გადახურვის კვალი, კედლები შემორჩენილია 2,6 მ სიმაღლეზე, ინტერიერი ამოვსებულია ქვაყრილით, ამოსულია მცენარეები. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნახევარწრიული აფსიდი დარბაზისაგან მხრებითაა გამოყოფილი. მის კედლებში ორი მოზრდილი ნიშია. საკურთხევლის სარკმლის კვალი არა ჩანს. ნიშებია ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებშიც. დარბაზი გადახურულია ნახევარწრიული კამარით.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები