ჭანეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჭანეთი, ლაზეთისაქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე თანამედროვე თურქეთისა და ნაწილობრივ საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთით.

ვახუშტი ბაგრატიონის სიტყვით ჭანეთი „არს ესე შავი ზღგს კიდის წადევნებით, გონიიდამ ტრაპიზონის საზღვრამდე“ (გვ. 689). სხვა ადგილას ვახუშტი საქართველოსა და ბიზანტიას შორის საზღვარს რიზეს დასავლეთით დებდა. ჭანეთი ნაყოფიერი მხარე იყო: „არს თხემთა უტყეო და კალთათა ტყიანი, ნადირიანი. გარნა ჭანეთიცა ფრიად ტყიანი, გორა-მთა-ღელიანი, არამედ ხილიანი, ვენახიანი, მარცვლებით მოსავლიანი ბრინჯ-ბამბითურთ, და ნაყოფიერებს ფრიად. პირუტყუნი, ნადირნი ფრიად მრავალნი, ფრინველნი და თევზნი ურიცხუნი, მწერნი მრავალნი, ფუტკარი და თაფლი ბევრად“.

ჭანები (ლაზები) განთქმული მუშაკები იყვნენ: „კაცნი არიან დელოვანნი ხის მუშაკობითა და შენებითა ნავთათა, დიდთა და მცირეთა და სარწმუნოებით აწ სრულიად მოჰმადიანნი, გარნა მცირედნი ვინმე მოიპოებიან ქრისტიანენი, არამედ იციან კუალად ქართული ენა ვიეთთამე“ (გვ. 690). ქართული ენა ძირითადად ზედაფენის წარმომადგენლებმა იცოდნენ და მათ ვინც დასავლეთ საქართველოში ხის სამუშაოდ დადიოდნენ. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ჭანეთი (ლაზეთი) ხანგრძლივად მოწყვეტილი იყო საქართველოს, მის მკვიდრებს სამეურნეო-ეკონომიკური კავშირები ძირითადად სამხრეთდასავლეთ და დასავლეთ საქართველოსთან ჰქონდათ.



წყარო

საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები