ჭელიძე ამბაკო
ჭელიძე ამბაკო − (1878 − 1940), ქართველი მწერალი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.
დაიბადა სოფელ ბაჯში (ამბროლაური). 1895 წლიდან მუშაობდა გაზეთ „ივერიის“ რედაქციაში. ირანში მონაწილეობდა ირან-საბჭოთა კავშირის ბანკის დაარსებაში (1923-29 წლებში). 1927 წელს იმოგზაურა ფერეიდანში. ერთერთმა პირველმა აღადგინა კავშირი ფერეიდნელ ქართველებთან; სწავლობდა მათ ენას, ისტორიას, ყოფას. ამბაკო ჭელიძემ აღადგინა სპარსულიდან ქართულად თარგმნის ტრადიცია. მისი თარგმანები გაერთიანებულია კრებულებში: „სპარსელი ლირიკოსები“ (1935), „ირანელი ლირიკოსები“ (1936), „მოლა ნასრედინის ანეკდოტები“ (1940), ომარ ხაიამის „რობაიათი“ (1946). თარგმნა პოემები „ლეილი და მაჯნუნი“, „ხოსროვი და შირინი“ (1964), „საიდუმლოებათა სალარო“; საადის „გოლესთანი“ (1948), „ბუსთანი“ (1955). ავტორია წიგნებისა „ფერეიდნელი ქართველები“ (1935) და „ექვსი წელი სპარსეთში“ (1964).
- დაყიყი, რობაი
- თარგმნა ამბაკო ჭელიძემ
- დაყიყი, რობაი
- მოთმენით იყავ, თვით გარგებსო ეგ მოთმინება,
- მაგ მოთმინებით სხვა სიცოცხლე შეგეძინება.
- ჩემი სიცოცხლე გავატარე ამ მოთმინებით,
- მაშ, სხვა სიცოცხლე ამის შემდეგ როდის იქნება?