ჭელიძე მერი
მერი ჭელიძე – 1923-2011, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (I967), პროფესორი (1969), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1982), დაიბადა კასპში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი (1945). მუშაობს ფილოსოფიის (ძირითადად ანტიკური ფილოსოფიის) ისტორიის პრობლემებზე. 1962-1967 წლებში ეკავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ისტორიის კათედრის გამგის თანამდებობა. მონაწილეობდა მოსკოვის საერთაშორისო კონგრესში (1970 წელი), მიძღვნილს ჰეგელის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი. თავის ნაშრომებში მერი ჭელიძე იკვლევს ანტიკურ მითოლოგიასა და ფილოსოფიას, აჩვენებს მათ შორის მსგავსება-განსხვავებას, ასაბუთებს ფილოსოფიური აზროვნების ჩამოყალიბების უპირატესობას მითოლოგიურთან შედარებით. მისთვის მიუღებელია ბურჟუახიული ფილოსოფოსების ცდა დიალექტიკის ირაციონალიზაციისა და სუბიექტივიზაციისა. დიალექტიკა არის მოძღვრება ობიექტური სინამდვილის შესახებ. მერი ჭელიძემ სპეციალური წიგნი მიუძღვნა მახისა და მახისტების სუბიექტური იდეალიზმის კრიტიკას. მას გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია ფილოსოფიის პრობლემებზე.
თხზულებები
- „მითოსიდან ფილოსოფიური აზროენებისაკენ“ (თბილისი, 1977);
- „დიალექტიკა და თანამედროვე ფილოსოფია“ (თბილისი, 1972);
- „ანტიკური და „დაუწერელი“ ფილოსოფიის პრობლემა“ (თბილისი. 1986);
- „ელინიზმის ფილოსოფია“ (თბილისი. 1992);
- „ელინიზმის ფილოსოფია ადრინდელ ქრისტიანულ ეპოქაში“ (თბილისი, 1998);
- „მარქსისტული ფილოსოფიის ფორმირება და მისი ბურჟუაზიული ინტერპრეტატორები“ (თბილისი. 1977);
- „მახიზმის კრიტიკა ვ.ი. ლენინის მიერ“ (თბილისი, 1958);
- „ჰეგელის დიალექტიკის კრიტიკის ძირითადი თავისებურებანი ბურუუაზიულ ფილოსოფიაში“ (თბილისი, 1966);
- „ჰეგელი და ნეოჰეგელიანიზმი“ (თბილისი, 1970);
- „ძველი აღმოსავლეთის ფილოსოფია (ინდოეთი, ჩინეთი)“ (თანაავტორი რ. გორდეზიანი, თბილისი, 2001);
- „ქართული ეროვნული გონი ფილოსოფიურ-ისტორიული ასპექტით“ (თბილისი, 2002).