ჭელიძე ოთარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოთარ ჭელიძე

ჭელიძე ოთარ – (1925 – 1998), ქართველი პოეტი, მთარგმნელი. დაიბადა თბილისში. 1948 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოსოფიის ფაკულტეტი, ხოლო 1952 წელს – მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი. მუშაობდა გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტისა“ და ჟურნალ „ნიანგის“ რედაქციაში. 1966-1974 წლებში იყო გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს“ მხატვრული რედაქციის გამგე. მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1941 წელს. ცალკე წიგნებადაა გამოცემული მისი პოემები: „რაჭველები“, „პოემები“, „რჩეული პოემები“. მან თარგმნა ტვარდოვსკის ლექსები და პოემები და პუშკინის „ევგენი ონეგინი“. გამოცემული აქვს: „ორი მარაბდელი“ (პოემა, 1968); „აია-კოლხიდელი მეკობრე, ბუბა ოდორია“ (პოემა, 1982); „ალხანა და ჩალხანა“ (საბავშვო პოემა, 1996).


* * *
მალე გაზაფხული მოვა
და შენ ყვავილები ქარში,
ალბათ, გეგონება თოვა
ქოლგას უნებლიედ გაშლი.
ჭრელი აბრეშუმის ჭერი
სად არ წამოგყვება თრთოლვით,
ვიდრე ჩამოდგება ჯერი
სულში უსასრულო თოვის.
რაღაც გარდაუვალს ბავშვი
შენდაუნებურად ხვდები,
ქოლგა გაშავდება მაშინ
როცა გათეთრდება თმები.
მაგრამ გირჩევნია ახლა
ფიქრში ჩაღრმავება უჩვევს,
წაჰყვე მანქანათა ნახნავ
თოვლში გამოხვეულ ქუჩებს.
მალე გაზაფხული მოვა
და შენც ყვავილები ქარში,
ალბად გეგონება თოვა
ქოლგას უნებლიედ გაშლი.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები