ჭერის ღობე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჭერის ღობე − ღობის სახეობა, რომელიც ძირითადად ჭერებით იყო შედგენილი. ამისათვის მიწაში ბოძებს, დირეგებს ასობდნენ, რომელთაც „აღლაბაჯებსაც” ეძახდნენ. ამ ბოძებზე ჭერები − გრძელი და სწორი მსხვილი ტანები იყო წკნელით მიმაგრებული. გავრცელებული იყო ჭერის ღობის სხვა ვარიანტებიც, როცა ჭერები ორპოტიკა ანუ ორტოტა დირეგზე იყო დადებული, დამაგრებული ანდა ჭერი დირეგის სპეციალურ ნახვრეტში იყო გაშვებული.