ჭექა-ქუხილი (ოსტროვსკი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ჭექა-ქუხილი“ – რუსი დრამატურგის ალექსანდრე ოსტროვსკის 5-მოქმედებიანი დრამაა, რომელიც 1859 წელს დაიწერა. პიესის პრემიერა შედგა 1859 წელს მცირე თეატრში. როლებს ასრულებდნენ ცნობილი რუსი მსახიობები.

პიესის მთავარი გმირის - კატერინას პროტოტიპი მოსკოვის მცირე თეატრის მსახიობი ლუბოვ კოსიცკაიაიყო. კატარინას როლის პირველი შემსრულებელი. გადმოცემით ცნობილია, რომ მწერალს მასთან რთული პირადი ურთიერთობა ჰქონდა. გარკვეული პერიოდი ალექსანდრე ოსტროვსკის უიმედოდ უყვარდა მსახიობი, რომელიც დაქორწინებული იყო მცირე თეატრის მხატვარ ი. ნიკულინზე.

პიესაში მოქმედება XIX საუკუნის შუა ხანებში, ქალაქ კალინოვში, ვოლგის ნაპირზე მიმდინარეობს. პიესის მთავარი გმირი ახალგაზრდა, კეთილი და მგძნობიერე ბუნების ქალი კატერინა კაბანოვაა, რომელიც დაქორწინებულია ტიხონ კაბანოვზე. კატერინა უკმაყოფილოა ქმრის ოჯახით, რადგან ოჯახის უფროსი ტიხონის დედა ბოროტი მოხუცია, ხოლო მისი ვაჟიშვილი კი დედამისს ყვეალფერში ემორჩილება. კატერინა შეყვარებულია ბორისზე და ამის გამო შეწუხებულია. ერთხელ ტიხონი ტოვებს ქალაქს ორი კვირით. კატერინას მული, ვარვარა კაბანოვა ეხმარება რძალს ბორისთან შეხვედრაში. ტიხონი დანიშნულ დრომდე ადრე ბრუნდება ქალაქში. კატერინა ქმარს და დედამთილს სიმართლეს უყვება. ქმარი მზად არის აპატიოს ცოლს ღალატი, მაგრამ დედამთილი - არა. ამ დროს ბორისი ციმბირში უნდა გაემგზავროს, კატერინა სთხოვს, თან წაიყვანოს, მაგრამ ბორისი შიშის გამო ვერ რისკავს. იმედგაცრუებული კატერინა თავს მდინარეში იხრჩობს. საზოგადოება კატერინას სიკვდილში ტიხონის დედას ადანაშაულებს.


წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები