ჭექით შეერთება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჭექით შეერთება − დაძაბული შეერთება, რომელშიც ჭექი წარმოიქმნება შესაერთებელი ნაწილების ჩასასმელ ზომებს შორის აუცილებელი სხვაობის წინასწარი უზრუნველყოფის გზით. ჭექით შეერთება შეიძლება იყოს ცილინდრული და კონუსური. შეერთების მისაღებად გამოიყენება ტემპერატურული დეფორმირება (გახურება) ან ჰიდროდაწნეხა. შეერთება მუშაობს ღერძულ ძალასა და მგრეხ მომენტზე.