ჭვავილა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჭვავილა

ჭვავილა პარაზიტი სოკოა, გვხვდება მარცვლოვნებზე, უფრო ხშირად ჭვავზე, რომლის თავთავებში ქმნის დამახასიათებელ მოშავო-იისფერ „რქებს“, ე.წ. სკლეროციუმებს – მიცელიუმის ჰიფების მკვრივ ხლართს, რომლებიც ამოვსებულია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, კერძოდ: სხვადასხვა სახის ალკალოიდებით – ერგოტამინი, ერგოტამინინი, ერგოზინი, ერგოზინინი, ერგოკრისტინი, და სხვ., აზოტი შემცველი შენაერთებით – აცეტილქოლინი, ქოლინი, ბეტაინი, ერგოთიონეინი, ურაცილი; საღებავი ნივთიერებებიდან გამოყოფილია: სეკალონისა და ქრიზერგონის მჟავები.

„რქებს“ აგროვებენ ჭვავის მომწიფების პერიოდში, უშუალოდ თიბვის წინ, თავთავებიდან ნედლი მარცვლის გადარჩევისას. აშრობენ საშრობებში 500 C ტემპერატურაზე. გამოიყენება ფხვნილის, თხევადი და სქელი ექსტრაქტის სახით.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები