ჭვრეტა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჭვრეტა – ცნობიერების უშუალო, აბსტრაჰირებული დამოკიდებულება რეალურად არსებულ (და არა წარმოსახვითი) საგნის მიმართ. ფსიქოლოგიურად ჭვრეტა დახასიათებულია როგორც მთლიან-ინტუიტური, ემპათიური (შთაწვდომითი) არადისკურსიული (არაგანსჯითი) ჩაძირვა აღსაქმელ ობიექტში. ჭვრეტის მეშვეობით ხდება შთაბეჭდილებათა დაგროვება, რაც უაღრესად მნიშვნელონია თეატრალური შემოქმედებისათვის.