ჭიდო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჭიდო − წითელყურძნიანი ვაზის ჯიში, რომელიც მაღლარების სახით ზემო აჭარაში – ხულოს რაიონში იყო გავრცელებული. აღნიშნული ჯიში გურიაშიც ყოფილა წარმოდგენილი, კერძოდ, ლანჩხუთსა და მის მიდამოებში, თუმცა იგი იქ უკვე რადგან აღარ გვხვდება, დღესდღეობით აძნელებს მათი იდენტურობის დადგენას. აჭარულ „ჭოდს”, ლეჩხუმურ „ტოჭას” ადარებდნენ და იგი ამ უკანასკნელის ფონეტიკურ სახესხვაობად მიაჩნდათ.

ჭოდი წარსულში მხოლოდ ზემო აჭარაში ყოფილა გავრცელებული. მის მოსავალს ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად ყურძნად ხმარობდა. ამინდის ხელსაყრელ პირობებში ჭოდს საკმაოდ უხვი მოსავლიანობა ახასიათებდა. ერთი ძირი მაღლარი ვაზის მოსავალი 25-40 კგ-მდე აღწევდა. ჭოდი ადგილობრივი მნიშვნელობის სუფრის ყურძნის ჯიში იყო. იგი ყურადღებას იპყრობდა, როგორც აბორიგენული ასორტიმენტი, მოსავლიანობითა და ყურძნის საკმაოდ მაღალი გემური თვისებებით. ამავე დროს ჭოდი აჭარის ეკოლოგიურ პირობებში საუკუნეთა განმავლობაში იყო აღზრდილი და აკლიმატიზებული.


ლიტერატურა

სახოკია, 1950

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები