ჭიპაშვილი ჰამლეტ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჰამლეტ ჭიპაშვილი – დაიბადა 1944 წლის 10 აპრილს თბილისში.
განათლება – უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი (1965).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმში.
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსი (1990-92);
- საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის აპარატის უფროსი (1992-94).
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ცენტრალურ ხელისუფლებაში (1998-99).
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2004): პარტიული სიით, ბლოკი „საქართველოს აღორძინება“, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.