ჭიშკრის ფრთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჭიშკრის რულონური ფრთა

ჭიშკრის ფრთაჭიშკრის შემადგენელი მოძრავი ნაწილი, რომელსაც აქვს ფარისებრი, სექციური ან რულონური კონსტრუქცია. ფრთა სახსროვნადაა მიმაგრებული ღიობის ჩარჩოს (ან სხვა შემომზღუდავ ელემენტებს).

სარჩევი

ჭიშკრის რულონური ფრთა

ფრთა, შედგენილი მცირეგაბარიტიანი თამასებისაგან (როლეტი, ლამელი), რომლებიც მოძრავადაა შეერთებული ერთმანეთთან და გაღებისას ეხვევა დოლზე, დაკეტვისას კი პირიქით – იხსნება და ხურავს ფრთის სიბრტყეს.

ჭიშკრის სექციური ფრთა

ფრთა, შედგენილი რამდენიმე პანელური ელემენტისაგან (სექციისაგან), რომლებიც სახსროვნადაა შეერთებული ერთმანეთთან და საშუალება აქვთ იმოძრაონ მრუდხაზოვანი (ან სწორხაზოვანი) მიმართულებით გაღება-დახურვის დროს

ჭიშკრის ფარისებრი ფრთა

ფრთა, რომელიც შედგება ერთიანი ხისტი ჩარჩოსა და მასზე აკრული ლითონის ფურცლებისაგან (ან ფურცლისაგან) საიზოლაციო შემავსებლით (ან მის გარეშე).


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები