ჭიჭინაძე კონსტანტინე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კონსტანტინე ჭიჭინაძე

ჭიჭინაძე კონსტანტინე – (1891 – 1960), ქართველი პოეტი, მთარგმნელი. დაიბადა სოფელ ხიმშში (ამბროლაური). სწავლობდა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1924-1925 წლებში იყო ჟურნალ „მნათობის“ სტილისტი; 1908 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსი, 1924 წელს გამოიცა პირველი პოეტური კრებული. ნაყოფიერად მუშაობდა რუსთველოლოგიაში. თარგმნა „ამბავი იგორის ლაშქრობისა“, „სიმღერა ნიბელუნგებზე“, დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ პირველი ნაწილი (კ. გამსახურდიასთან ერთად), ბაირონის, პუშკინის, ნეკრასოვისა და სხვათა ნაწარმოებები. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.


ალექსანდრ პუშკინი
მონასტერი მყინვარზე
თარგმნა კონსტანტინე ჭიჭინაძემ
მყინვარო, მთების ოჯახთა ზევით,
სამარადისო სხივების ფრქვევით,
ბრწყინავს მეფური შენი კარავი,
ღრუბლების მიღმა თავშემფარავი.
ცივ სიმაღლეში ოდნავის ჩენით,
იქ მონასტერი ირკვევა შენი,
ვით კიდობანი ცად აზიდული,
ო, სანუკვარი შენი კიდური!
ნეტამც შემეძლოს, დავაგდო ხევი,
თხემი ვიხილო თვალუწვდენ მთისა
და ყრუ სენაკში, ღრუბელთა ზევით,
გადავიმალო მეზობლად ღვთისა.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები