ჭრელაშვილი სტეფანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სტეფანე ჭრელაშვილი

ჭრელაშვილი სტეფანე – (ფსევდონიმები: „ტატალა“, „სანო“), (1857– 1917), პუბლიცისტი, კრიტიკოსი. ქართველ ხალხოსანთა წარმომადგენელი.

სიღნაღის საქალაქო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ (1872) სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში და პეტერბურგის უნივერსიტეტში (თავისუფალ მსმენელად). მონაწილეობდა ქართველ რევოლუციონერ-ხალხოსანთა არალეგალურ წრეში. პოლიტიკური შეხედულებების გამო არაერთხელ იყო დაპატიმრებული თანამშრომლობდა „იმედში“. „დროებაში“, (სადაც 1875 წ. გამოქვეყნდა მისი პირველი პუბლიცისტური წერილი), „ივერიაში“, „კავკაზსა“ და „ვოზროჟდენიეში“. თავის „შინაურ მიმოხილვებში“ მსჯელობდა ქართველი ხალხის სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე, კულტურის საკითხებზე. ავტორია წერილების სერიისა „ქართველთა შორის“. ლიტერატურულ-კრიტიკულ სტატიებში მიმოხილული აქვს იმდროინდელი ქართული მწერლობა. ფლობდა უცხო ენებს და ეწეოდა მთარგმნელობითს მუშაობასაც.



ლიტერატურა

  • ლ. ჭრელაშვილი, სტეფანე ჭრელაშვილი, 1963.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები